პროექტის სახელი: „მზის ოჯახი“
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები
მოიძიეენ ინფორმაციას კოსმოსის, ჩვენი გალაქტიკის ,,ირმის ნახტომის” , მზის სისტემის შესახებ.მოიძიებენ ინფორმაციას ძველი ასტრონომიული სკოლების შესახებ: საბერძნეთში, ეგვიპტეში, ბაბილონში,ჩინეთში
და საქართველოში . ქმნიან სხვადასხვა თვალსაჩინოებებს, ნახატებს, წერენ პატარა თხზულებებს,მოიპოვებენ
სურათებს,გაეცნობიან ,,ნასას”კვლევით ცენტრს.
პროექტის სრული აღწარა: პროექტის მონაწილე ბავშვები ეძებენ ინფორმაციებს,
აწყობენ დისკუსიებს: როგორ იკვლევენ კოსმოსს, რატომაა კოსმოსის შესწავლა საჭირო. საუბრობენ
მზის ოჯახის შესახებ და კითხულობენ საკუთარ ფანტასტიკურ თხზულებებს,
აწყობენ ნახატების გამოფენას - “ჩვენ და კოსმოსი” და „ სტუმრად უცხო პლანეტელებთან“.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9
წელი.
ვადები: 1-2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის, ინფორმაციისა და სურათების მოპოვება
ინტერნეტის საშვალებით, ტექსტების წერა და კითხვა, თხზულები შედგენა, ჯგუფური მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგი:
ნახატების, ალბომების, პატარა მოთხრობების შექმნა.
სარგებელი
სხვებისთვის: წაიკითხავენ საინტერესო ინფორმაციებს, გაიგებენ კოსმოსის შესახებ,
გაეცნობიან თანატოლების შემოქმედებას, განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები (ფანტაზია).
სამუშაო
ენა: ქართული. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ქართული: ისმენს
სხვადასხვა სახის ტექსტს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს, თხზავს და აფორმებს სხვადასხვა
მიზნობრივ ტექსტებს, იყენებს გრამატიკულ ნორმებს, დამოუკიდებლად აყალიბებს აზრს. ბუნება: მარტივად აღწერს მზის სისტემას, შეიცნობს
სამყაროს.
ხელოვნება: აკვირდება
და შთაბეჭდილებებს ასახავს ნახატებში. მუშაობს ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
პროექტის ხელმძღვანელი მ.ნებიერიძე
პროექტის ბლოგი:
http://mnebieridze29.blogspot.com/
No comments:
Post a Comment