Monday, March 18, 2013

„მზის ოჯახი“


პროექტის სახელი:  „მზის ოჯახი
პროექტის მოკლე აღწერა:    მოსწავლეები მოიძიეენ ინფორმაციას კოსმოსის, ჩვენი გალაქტიკის ,,ირმის ნახტომის” , მზის სისტემის შესახებ.მოიძიებენ ინფორმაციას ძველი ასტრონომიული სკოლების  შესახებ: საბერძნეთში, ეგვიპტეში, ბაბილონში,ჩინეთში და საქართველოში . ქმნიან სხვადასხვა თვალსაჩინოებებს, ნახატებს, წერენ პატარა თხზულებებს,მოიპოვებენ სურათებს,გაეცნობიან ,,ნასას”კვლევით ცენტრს.
  პროექტის სრული აღწარა:  პროექტის მონაწილე ბავშვები ეძებენ ინფორმაციებს, აწყობენ დისკუსიებს: როგორ იკვლევენ კოსმოსს, რატომაა კოსმოსის შესწავლა საჭირო. საუბრობენ მზის ოჯახის შესახებ და კითხულობენ საკუთარ ანტასტიკურ თხზულებებს, აწყობენ ნახატების გამოფენას -  “ჩვენ და კოსმოსი” და სტუმრად უცხო პლანეტელებთან.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი.
ვადები: 1-2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის, ინფორმაციისა და სურათების მოპოვება ინტერნეტის საშვალებით, ტექსტების წერა და კითხვა, თხზულები შედგენა, ჯგუფური მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგი: ნახატების, ალბომების, პატარა მოთხრობების შექმნა.
 სარგებელი სხვებისთვის: აიკითხავენ საინტერესო ინფორმაციებს, გაიგებენ კოსმოსის შესახებ, გაეცნობიან თანატოლების შემოქმედებას, განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები (ფანტაზია).
 სამუშაო ენა: ქართული. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ქართული: ისმენს სხვადასხვა სახის ტექსტს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს, თხზავს და აფორმებს სხვადასხვა მიზნობრივ ტექსტებს, იყენებს გრამატიკულ ნორმებს, დამოუკიდებლად აყალიბებს აზრს. ბუნება: მარტივად აღწერს მზის სისტემას, შეიცნობს სამყაროს.
ხელოვნება: აკვირდება და შთაბეჭდილებებს ასახავს ნახატებში. მუშაობს ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
პროექტის ხელმძღვანელი მ.ნებიერიძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mnebieridze29@gimil.com
პროექტის ბლოგი: http://mnebieridze29.blogspot.com/

Thursday, March 14, 2013

მზია ნებიერიძე

მე ვარ მზია ნებიერიძე, სამაჩაბლოდან. ამჟამად ვცხოვრობ [დროებით] თბილისში.